ვის ირჩევენ რუსთაველები? [video]

2020-10-19 00:50:42

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ ქუჩის გამოკითხვის მე-2 ნაწილს, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა რუსთაველმა მიიღო. [ვიდეო/video]

გამოკითხვა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და გარე უბნებში ჩატარდა, კერძოდ: მეგობრობის გამზირზე, შარტავას გამზირზე, მე-12 მიკრორაიონიში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას გამზირზე, მე-19 მიკრორაიონსა და ჭყონდიდელის დასახლებაში.

ამჯერად რუსთაველებს ვკითხეთ: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსთავში რომელი პოლიტიკური პარტის მაჟორიტარობის კანდიდატს აძლევენ ხმას და რა პროგნოზები აქვთ, რომელი პარტია შეძლებს რუსთავში არჩევნების მოგებას.

გამოკითხულთა ნაწილმა კითხვებს თავი აარიდა, თუმცა ნაწილმა ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია.