რუსთავის პარკში სპორტკომპლექსის შენება დაიწყო [video]

2020-10-18 22:25:57

რუსთავის ცენტრალურ პარკში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. [ვიდეო/video]

მშენებლობის დაწყების წინ წარმატებულმა რუსთაველმა ნიჩბოსანმა ალექსანდრე წივწივაძემ, "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, ქართული ოცნების პარტიული სიის 45-ე ნომერმა და საზოგადოება "რუსთაველების" დამფუძნებელმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.

მიმდინარე სამშენებლო პროცესი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა, რომელმაც საძირკველში კაფსულის ჩაგდებაშიც მიიღო მონაწილეობა.

ცოტა ხსნის წინ ქალაქში ნიჩბოსანთა სპორტკლუბი "რუსთაველები" დაფუძნდა, სწორედ მათი დაკვეთით დაიწყო ცენტრალურ პარკში სპორტკომპლექსის მშენებლობა.

"ჩვენ დღეს დავიწყეთ ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ასევე უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირებსაც, რადგან ჩვენი უნიკალური პარკი ამის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ასევე მეტ მოტივაციას გვაძლევენ ჩვენი სპორტსმენები, რომლებსაც საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდათ საერთაშორისო არენაზე. ჩვენმა მეგობრებმა დავაფუძნეთ სპორტსკოლა. ინვესტორები კომერციული კუთხით არ უყურებენ ამ სპორტკომპლექსს, ეს არის მათი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი",- განაცხადა  საზოგადოება "რუსთაველების" დამფუძნებელმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

ნიჩბოსანთა სპორტკომპლექსის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და მასში განთავსებული იქნება, ნავების შესანახი, ადმინისტრაციული ოთახები, სალექციო აუდიტორია, გამოსაცვლელი ოთახები ქალებისა და მამაკაცებისთვის, სამედიცინო პერსონალის ოთახი და სასტუმროს 6 ნომერი, სადაც როგორც ადგილობრივ, ასევე საზრღვარგარეთიდან ჩამოსულ სპორტსმენებს დარჩენის საშუალება ენქება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები