"ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა"

2020-10-18 21:17:29

პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე, თეატრის წინ არსებულ სკვერში რუსთაველ მხარდამჭერებს შეხვდა.

"ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე ავიღე პასუხისმგებლობა, ჩემი მეგობრების წინაშე, ჩემი გუნდის წინაშე, რომელმაც შესაძლებლობა მომცა. პასუხისმგებლობები ავიღე მრავალშვილიან მშობლებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან,  პენსიონერებთან, ახალგაზრდებთან, სპორტსმენებთან, ვეტერანებთან....

ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თითოეული დღე გვქონდა დატვირთული. მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები გვქონდა. დასრულებამდე დარჩა სულ რამდენიმე დღე. მიხარია, რომ დღეს ასეთი თბილი და სასიამოვნო შეხვედრა მოეწყო.

ესენი იყვნენ ჩვენი მშობლების თაობა, რომლებმაც მხარდაჭერა გამოხატეს ჩვენს მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ რაც მათ წლების წინ დაიწყეს რუსთავის განვითარებისთვის, რა წვლილიც შეიტანეს, ჩვენ ჩვენი ახალგაზრდული ენერგიით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, რათა ჩვენს შვილებს დავუტოვოთ ისეთივე ქალაქი, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები