გრიგოლ გეგელია იაღლუჯის მთიდან გადმოხტა [video]

2020-10-18 20:47:03

პოლიტიკური პარტია "ლელო - საქართველოსთვის" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა. [ვიდეო/video]

გეგელიას განცხადებით, მან იალღუჯიდან გადმოხტომით ახალგაზრდული ინიციატივებს მხარდაჭერა გამოხატა და ჯანსაღი ცხოვრების წესს გაუწია პოპულარიზაცია.

"აქ ვარ იმისთვის, რომ ამ ძალიან კარ საინიციატივო ჯგუფს მხარდაჭერა გამოვუცხადო. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ გააცოცხლონ ახალგაზრდული ინიციატივა, შექმნან რაღაცა საინტერესო და სახალისო.

იაღლუჯზე გაშენდება ტყე და პირობას ვდებ, რომ აქ იქნება ძალიან მაგარი ტყე, რომ ახალგაზრდული ინიციატივები ხარობდეს.

მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვთქვა, ჯანსაღ ცხოვრებასა და სპორტს სახელმწიფო უნდა ახალისებდეს და ლელოს მარშალის გეგმაში ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, რომ შევქმნათ ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც სპორტული, ჯანსაღი შემართება არის.

სწორედ ამიტომ შემოვუერთდი ბრწყინვალე შემოთავაზებას და მინდა ვთქვა, რომ მე ვარ კანდიდატი, რომელიც იბრძვის გარემოს დაცულობისთვის, სუფთა ჰაერისთვის, ახალგაზრდული სიცოცხლისთვისა და დასასვენებელი სივრცეებისთვის ამ ქალაქში",- განუცხადა ინფო რუსთავს გრიგოლ გეგელიამ.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ გეგელიამდე იაღლუჯის მთიდან პარაპლანნით პარტია "ევროპული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირმა ნადირაშვილმა, და ასევე "გირჩის" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახტანგ მეგელიშვილმაც იფრინეს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები