რუსთავში ბავშვთა ველორბოლა გაიმართა [photo]

2020-10-18 18:50:26

რუსთავში, განახლებულ ლეონიძის სკვერში ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასათვის” ორგანიზატორობით 2 წლიდან 13 წლამდე ბავშვების ველორბოლა მოეწყო და მასში მონაწილეობა 70-მდე ბავშვა მიიღო.

"ევროპის კვირეულის ფარგლებში ტარდება ღონისძიება, სლოგანით იყავი აქტიური. ტრადიციული ღონისძიებაა, უკვე მესამედ ტარდება და წელს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, იმიტომ რომ გვენატრება სპორტული ღონისძიებები",- განუცხადა "ინფო რუსთავს"  ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასათვის” პრეზიდენტმა  მაია აზარაშვილმა.

იხილეთ გამარჯვებულთა სია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში:

2-დან 5 წლამდე ბიჭებში

I ადგილი - საბა ქავთარაძე
II ადგილი - გაბრიელ მემარნიშვილი
III ადგილი - რადო დენისი

2-და 5 წლამდე გოგოებში

I ადგილი - ნატალი ცუცქირიძე
II ადგილი - ქრისტინე ლიპარიშვილი
III ადგილი - ნენე კინკია

6-დან 9 წლამდე ბიჭებში

I ადგილი - ნიკოლოზ კორკოტაძე
II ადგილი - ანდრია მამნიაშვილი
III ადგილი - ანდრია კორკოტაძე

6-და 9 წლამდე გოგოები

I ადგილი - მარიამ მიგვავა
II ადგილი - ანა ლომიძე
III ადგილი - ნუცა დალაქიშვილი

10-დან 13 წლამდე ბიჭებში

I ადგილი - ნიკა ბაგინაშვილი
II ადგილი - გიორგი ლომიძე
III ადგილი - ანდრია ჭიპაშვილი

10-დან 13 წლამდე გოგოებში

I ადგილი - მაია მემარნიშვილი
II ადგილი - ქრისტინე მეკოკიშვილი


გამარჯვებულებს  სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები