რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავას" რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს.
მათი თქმით, 3-ვე პაციენტი არის ახალი შემთხვევა და მათ მანამდე, დადასტურებულ ინფიცირებულებთან კონტაქტი არ იკვეთება.
29 აგვისტოს შემდეგ დღემდე რუსთავში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 177 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო 110 გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვემო ქართლში სულ 39 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
შეგახსენებთ რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა.
ინფიცირებულთა რიცხვი 1192-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 233, ხოლო 8 პაციენტი გარდაიცვალა.