მცირეწლოვანს მიკროავტობუსმა გადაუარა

2020-10-17 17:57:43

ასპინძაში, სოფელ რუსთავში 2 წლამდე ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა. ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქვეშ შეძვრა, რის შესახებაც მძღოლმა არაფერი იცოდა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.