რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები და ფეისბუქ რეკლამა [photo]

2020-10-17 00:59:41

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი, შესაბამისად სხვადასხვა პატიებმა წინასაარჩევნო კამპანია უფრო არქტიურ ფაზაში შეიყვანეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" ერთხელ უკვე გამოაქვეყნა მონაცემები, რამდენ ლარს ხარჯავენ რუსთავში სხვადასხვა პარტიების მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები ფეისბუქ რეკლამებში.

ყველაზე მეტი ფეისბუქ რეკლამაში 2020 წლის 16 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კვლავ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა დახარჯა.

ირმა ნადირაშვილი - 1090$, დამფინანსებელი პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო"

ნინო ლაცაბიძე -873$, დამფინანსებელი პარტია "ქართული ოცნება"

დავით კირკიტაძე - 706$, დამფინანსებელი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

გრიგოლ გეგელია - 439$, დამფინანსებელი პარტია "ლელო საქართველოსთვის"

მიხეილ ქუმსიშვილი - 77$, დამფინანსებელი პარტია "ლეიბორისტები"

რუსთავში გირჩის მაჟორიტარს ვახტანგ მეგრელიშვილს, ცალკე პირადი გვერდით რეკლამა არ შეუქმნია, თუმცა პარტიის ანგარიშიდან სოციალურ ქსელში რამდენიმე სარეკლამო პოსტი განთავსდა.

რაც შეეხება რუსთავის დარჩენილ 13 მაჟორიტარობის კანდიდატს, მათ სოციალურ ქსელში პოლიტიკური რეკლამები თავიანთი გვერდების საშუალებით ჯერ-ჯერობით არ განუთავსებიათ, შესაბამისად რეკლამების ბიბლიოთეკაში მათ შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

პოლიტიკური რეკლამების მეტი გამჭირვალობისათვის, არჩევნებში ჩარევის შემცირებისა და დამკვეთის მეტი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის 7 აგვისტოდან საქართველოში „ფეისბუქის“ პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა ამოქმედდა, რომელიც ინფორმაციას იმის შესახებ იძლევა, თუ რა თანხა დახარჯა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ რეკლამაში, რამდენმა ადამიანმა ნახა ის და ვინ არის რეკლამის დამფინანსებელი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები