რუსთავში ბაღის აღსაზრდელის მშობელს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-10-16 19:06:51

რუსთავში, 22-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, თვითიზოლაციაშია სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერი.

ფაქტს ადასტურებენ რუსთავის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ: "ერთ-ერთ ბაღში მიმდინარეობს ეპიდკვლევა. დადასტურებული შემთხვევა ჯერჯერობით არ არის, თუმცა იყო საეჭვო ვითარება და თავის დაზღვევის მიზნით, ერთ ჯგუფში დაიწყეს ეპიდემიოლოგიური კვლევა".

22-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.