შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს 1977 წელს დაბადებული გ.დ. და წარსულში პირუტყვის ქურდობისთვის ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული გ.ა. და 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.დ. [ვიდეო/video]
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საძოვრიდან, ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოპარვა სცადეს, რომელთა ტრანსპორტირებასაც ერთ-ერთი ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით აპირებდნენ, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა პირუტყვი მეპატრონეს დაუბრუნეს.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების “ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.