რუსთავის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში რუსთაველ სპორტსმენთა თანადგომის ფონდი გაიხსნა. ფონდის აღმასრულებელი მდივნის, გია პაპავას განცხადებით, ფონდის გახსნა მიზნად ისახავს დაეხმაროს როგორც მოქმედ, ისე ვეტერან სპორტსმენებს და ასევე ახალბედა, დამწყებ სპორტსმენებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობა ხელს არ უწყობთ იმაში, რომ სათანადოდ განვითარდნენ. ღონისძიებას ვეტერანი სპორტსმენები და რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის მერის, დავით ჯიქიას განცხადებით, ფონდის შექმნის იდეა დაახლოებით ოთხი თვის წინ დაიბადა. მისივე თქმით, რუსთავის მერია მზადაა, აქტიურად დაეხმაროს ფონდს.
ფონდში თანხის გადარიცხვა ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია, საბანკო კოდი: TBCBGE 22 ანგარიშსწორების ანგარიში: GE64TB7975936080100005