კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავის ცხელების ზონაში

2020-10-16 10:56:06

რუსთავის ცხელების ზონაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ მიაწოდა.

ბახტაძის განცხადებით, 3 პაციენტი ცხელების ზონაში თბილისიდან შეიყვანეს.

ინფიცირებულები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში უკვე მოათავსეს.