რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი გაიმართა. რბოლაში 8 გუნდი მონაწილეობდა. (ვისოლი, მია ფორსი, 50+ რეისინგი, "საგა რესინგი", b&k რეისინგი, აიბეი IBA, ლიბერთი-ბანკ რესინგი, ავტოკლინიკა). ფორმულა ალფას კლასში გამარჯვებული გახდა "ვისოლის გუნდის" სახელით მოასპარეზე შაკო ციხელაშვილი.