რუსთავის ნაწილს ელ.ენერგია არ მიეწოდება

2020-10-15 12:16:05

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონსა და მიმდებარედ არსებულ რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიაში"განუცხადეს, ელექტრო ენერგიის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ელექტრო ენერგიის მიწოდება მოსახლეობას დაახლოებით 3 საათში აღუდგება.