რუსთავში, მე-14 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლაში კოვი19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა ინგა გელაშვილმა განუცხადა, ვირუსით დაინფიცირდა მანდატურიც.
ინგა გელაშვილის ინფორმაციით, სკოლიდან, საერთო ჯამში, თვითიზოლაციაში 317 მოსწავლე და 37 მასწავლებელი იმყოფება.
ავტორი
თამუნა გაჩეჩილაძე
ნახე ავტორის სხვა სიახლეები