ხვალ ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს

2017-06-04 15:01:03
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 4-5 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მხოლოდ ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 5 ივნისს დასავლეთ საქართელოში ტემპერატურამ შესაძლოა +31, +33 გრადუსამდე მოიმატოს.