"გირჩის" კანდიდატი "ქართული ოცნების" კანდიდატზე

2020-10-13 13:27:54

"კარგად ვეცნობი ლაცაბიძის ფეისბუქ გვერდს და ვაკვირდები რას წერს, ვერც ერთი აზრი ვერ გავიგე, მართლა ვერ გავიგე", - ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემაში "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში ვახო მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილმა ლაცაბიძე დებატებში გამოიწვია და აღნიშნა, რომ თუ სახელისუფლებო კანდიდატთან დებატის შემდეგ შეხედულებებს შეიცვლის, ამ განცხადების გამო ბოდიშსაც მოიხდის.

"მისი შეხედულებები ვერ გავიგე. ადამიანი არის კეთილგანწყობილი, მიდის შეხვედრებზე, ყველას ყველაფერს პირდება, რატო პირდება, რატო არის ეს სწორი, რატო იწუნებს სხვა ალტერნატივას, ეს ხო არაფერი არ ჩანს. ჩვეულებრივი მარკეტინგული კამპანიაა ქართული ოცნების, სადაც ეს ადამიანი ასრულებს როლს. აი თუ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ხანგრძლივად დავსხდეთ და რაიმე ერთ თემაზე ღრმად ვილაპარაკოთ, მე შეიძლება ბოდიში მოვიხადო, რომ ყველაფერი ყოფილა საწინაღმდეგოდ. ეს ადამიანი ყოფილა ჩამოყალიბებული, საკუთარი აზრების მქონე.

ის არც კი პირდება ხალხს არაფერს, სინამდვილეში ის პირდება ქართული ოცნების სახელით, ის არის სახელისუფლებო კანდიდატი. მაგ იდეას აწვება, რომ მე კი არა ვარ პიროვნება, რომელსაც ჩემი აზრები მაქვს, მე ვარ კარგ პოზიციაზე მმართველ პარტიაში და შემიძლია კარგი კომუნიცირება რუსთაველებსა და პატრონს შორის. ეს არის ამ ადამიანის როლი.

ეს ძალიან მომგებიანია, როცა შენ საკუთარი პოზიციები დამტკიცებული არაგაქვს ან არაგაქვს ჩამოყალიბებული, ასეთი იოლი გზით სარგებლობა უფრო მარტივის", - აცახდებს ნინო ლაცაბიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები