რუსთავში მერაბ კოსტავას ბიუსტი გახსნეს [photo]

2020-10-13 13:23:20

რუსთავში კოსტავას ქუჩაზე ქართველი საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგა.

გახსნის ცერომონიას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

გახსნაზე ასევე იმყოფებოდა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე.

მერაბ კოსტავას ბიუსტის შექმნაზე რუსთაველმა მოქანდაკე ვალერიან ჯიქიამ იმუშავა, ხოლო შექმნის ინიციატივა საზოგადოება "რუსთაველებსა" და ადგილობ თვითმართველობას ეკუთნის.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები