საქართველოს მასშტაბით, აჭარის რეგიონის გარდა, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რუსთავში პირველ დღეს აღსაზრდელების რა ნაწილი გამოცხადდა.
ბაღებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით რუსთავში სააღმზრდელო პროცესს სრული რაოდენობის 37% ესწრებოდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
მათი ინფორმაციით, თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა არც აღსაზრდელს და არც პერსონალს არ დაფიქსირებია.