რუსთავში მატარებელმა კაცი გაიტანა [video]

2020-10-10 23:56:33

რუსთავში მატარებელმა კაცი გაიტანა [ვიდეო/video]

სარკინიგზო შემთხვევა ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 23 წლის მწყემსს ფარა ლიანდაგებზე გადაჰყავდა, რა დროსაც დაინახა, რომ მატარებელი უახლოვდებოდათ. მემანქანის თქმით, მამაკაცი ეცადა, ცხვრები გადაერჩინა, თუმცა მატარებელს თავად ემსხვერპლა.

მატარებელმა მწყემსის გარდა ცხენი და ათამდე ცხვარი გაიტანა.