იტალიაში ქართული დაჯგუფების წევრები დააკავეს [video]

2020-10-13 09:21:05

იტალიაში კრიმინალური დაჯგუფების 7 ქართველი წევრი დააკავეს. [video/ვიდეო]

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს 7 მოქალაქეს მილანის ცენტრალურ უბნებში სახლების ძარცვაში ედებათ ბრალი.

დაჯგუფების წევრები წინასწარ კარგად დაგეგმილი სქემით არჩევდნენ სახლებს, რომლებიც უნდა გაეძარცვათ.

სახლების ძარცვის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება ივლისში დაიწყო. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა მოპარული ძვირფასეულობა და ფული ამოიღო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები