რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა ლალი ნაზღაიძემ განუცხადა, კოვიდინფიცირებული მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა.
დირექტორის ინფორმაციით, ვინაიდან სწავლა მე-11 კლასში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ინფიცირებულს თანაკლასელებთან და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
სკოლა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
ლალი ნაზღაიძის განცხადებით, ბავშვი, სავარაუდოდ, ანსამბლ "თუთარჩელას" მომღერალთან კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავში სულ კოვიდ19-ის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 იმპორტირებული შემთხვევა, 3 კი უკვე დადასტუებული შემთხვევის კონტაქტია.