დასუფთავების აქცია რუსთავში

2020-10-10 17:14:26

რუსთავში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

მოხალისეებმა თბილისის ქუჩა, მეგობრობის გამზირი, თოდრია, მესხიშვილი, მე-12, მე-19, მე-20 და 21-ე მიკრორაიონები დაასუფთავეს.

აქციის ფარგლებში მოხალისეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ყველაზე მეტი ნარჩენის შეგროვების შემთხვევაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები და მათ საჩუქრები გადაეცემათ.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, აქცია უკვე მეორედ ჩატარდა და ისინი ქალაქის მასშტაბით სხვა ქუჩების დასუფთავებას სამომავლოდ კიდე გეგმავენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები