დღეს, 14:00 საათზე ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე, რუსთავი steelers-სა და ამერიკულ საზღვაო ფლოტს შორის ამერიკულ ფეხბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. პირველი თამაში, რუსთავის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 46:18 დასრულდა. რუსთავის გუნდის კაპიტნის, ბექა კვერნაძის განცხადებით, აგვისტოში დაგეგმილია კონტაქტური შეხვედრა.