კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევები რუსთავის ცხელების ზონაში

2020-10-10 11:04:08

რუსთავის ცხელების ზონაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ მიაწოდა.

რაზმაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული პირი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ის ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. სატვირთო ავტომობილის მძღოლს კორონავირუსული ინფექცია გეგმიური შემოწმებისას დაუდასტურდა.

ცენტრალური საავამდყოფოს ეპიდემიოლოგის განცხადებით, მეორე პაციენტი ე.წ. თუთარჩელას კლასტერიდანაა. ახალგაზრდა მამაკაცი ანსამბლის ერთ-ერთი წევრისგან დაინფიცირდა.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, ახალგაზრდა ქალის შემთხვევაშიც საქმე გვაქვს უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტთან.

პაციენტების კონტაქტების წრის მოკვლევაზე ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ.