12 ოქტომბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-10-09 18:04:54

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

12 ოქტომბერს 13:00-დან 14:00 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას,   შარტავას, ლომოურის, მესხიშვილის, თოდრიას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.