რუსთავში, კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ინფო რუსთავს კომპანიაში დაუდასტურდეს.
"კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთავის მომსახურების ცენტრის თანამშრომელს, ის კომპანიაში უბნის უფროსის თანამდებობას იკავებს. ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ. ამ ეტაპზე ლომოურის ქუჩაზე არსებული ცენტრალური ოფისი დაკეტილია და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს", - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.