ხანძარი რუსთავის ბაზარში

2020-10-09 11:32:40

წუხელ რუსთავში, ე.წ ძველ ბაზარში ხანძარი იყო. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა, რის შემდეგაც ის სხვა ობიექტებზე გავრცელდა. არესებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს მეხანძრეებმა.  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.