რუსთავში, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ "თუთარჩელაში" ინფიცირებულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ ბუაძემ მიაწოდა.
ბუაძის თქმით, ამ დროისთვის ანსამბლიდან თვითიზოლაციაში 18 ახალგაზრდა მომღერალი რჩება. თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება თავად ანსამბლის ხელმძღვანელიც.
თამარ ბუაძის თქმით, ინფიცირებულ ახალგზარდებს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
მომღერლები თბილისში, შესაბამის კოვიდმიმღებ კლინიკებში უკვე გადაიყვანეს.