რუსთავში, კორონავირუსი მე-11 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლის მამას დაუდასტურდა.
როგორც "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა გიორგი შეყილაძემ განუცხადა, 1-ელ კლასელი სწავლების დისტანციურ მეთოდზე იყო და ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ცხადდებოდა. დირექტორის ინფორმაციით, კოვიდ19-ზე ტეტსი ჩაუტარდა მცირეწლოვანსაც და პასუხი, სავარაუდოდ, ცნობილი ხვალ გახდება.
გიორგი შეყილაძე აცხადებს, რომ სკოლა ეპიდემიოლოგიურად საინტერესო არცერთ შემთხვევაში არ იქნება.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, კორონავირუსის ერთი შემთხვევაა დაფიქისრებული რუსთავის #7 საჯარო სკოლაში. 29 აგვისტოდან დღემდე კი, ჯამში, ქალაქში კორონავირუსული ინფექციის 88 შემთხვევა ფიქსირდება.