ეთნოგრაფიული ღონისძიება "ქართული სოფელი" (ფოტო-ვიდეო)

2017-06-03 15:45:35

რუსთავის #2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად პატრიარქის ნათლულებიც მონაწილეოდნენ. ღონისძიება ეროვნულ მოტივებზე ჩატარდა და  წარმოდგენა სახელწოდებით "ქართული სოფელი" გაიმართა, ღონისძიების ფარგლებში ქართული რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენლი, გარდა ამისა მოსწავლეებმა თავად ნახეს, როგორ ხდება ჩურჩხელის ამოვლება. ღონისძიების მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ფოლკლორული ნომრებითაც წარსდგნენ. ღონისძიების ბოლოს კი 100-მდე მოსწავლე ნორჩ ჩოხოსანთა საზოგადოებაში გაწევრიანდა. ღონისძიებას ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წარმოდგენის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსანთა საზოგადოება იყო. ნახეთ ვიდეო.