"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით კირკიტაძე, ამავე ოლქში სახელისუფლებო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს დებატებში იწვევს. ამის შესახებ განცხადება კირკიტაძემ "ინფო რუსთავის" გადაცემაში გააკეთა.
როგორც ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მოსახლეობა ამ ხერხით უკეთესი შეფასებების გაკეთებას შეძლებს.
"ვინ არის კარგი კანდიდატი და ვინ არა, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და შეფასება უნდა მოახდინოთ მათი პროგრამების. ვინ რას გპირდებათ, რა პერიოდში გააკეთებს ამას. უფრო დემოკრატიულობის, საჯაროობისა და გახსნილობის მაგალითი, ვიდრე დებატებია, არ არსებობს. მე არაერთ არხზე ვიყავი დებატებში ჩემს კონკურენტებთან. არსად სამთავრობო კანდიდატი არ მიდის და არ იღებს მონაწილეობას. თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენად კონკურენტუნარიანია, რამდენად გცემთ პატივს, რომ თქვენ სწორი შეფასება მიიღოთ. მე ვიწვევ დებატებში სახელისუფლებო კანდიდატს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.