რუსთავში, კოვიდ19 ახალგაზრდა მომღერალთა გუნდ "თუთარჩელას" კიდევ 8 წევრს დაუდასტურდა. მათ კომუნიკაცია ანსამბლში თავდაპირველად ინფიცირებულ 3 პირთან ჰქონდათ.
ამ დროისთვის, საერთო ჯამში, ინფიცირებულია ანსამბლის 11 მომღერალი.
ანსამბლის ხელმძღვანელის, თამარ ბუაძის თქმით, "თუთარჩელას" ახალგაზრდული გუნდის ყველა წევრი თვითიზოლაციის რეჟიმშია, ფოლკლორის მე-2 სამუსიკო სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ინფიცირებული მომღერლები თბილისში, შესაბამის კოვიდმიმღებ კლინიკებში უკვე გადაიყვანეს.