ცესკომ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა მსურველი დაარეგისტრირა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. რუსთავიდან საპარლამენტო მანდატისთვის 19 კანდიდატი იბრძოლებს, თუმცა მათ ჯერ კიდევ აქვთ უფლება, წერილობით მიმართონ ცესკო-ს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.
არჩევნებში მონაწილეობის 18 მსურველი პოლიტიკური პარტიების, ხოლო 1 საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი.
18 კაციან სიას, რომელიც "ინფო რუსთავმა" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, მაჟორიტარობის კიდევ ერთი მსურველი ოფიციალურად დაემატა.
#01. ლაურა ნიჟარაძე (თეთრები)
#02. ირმა ნადირაშვილი (ევროპული საქართველო)
#05. დავით კირკიტაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
#08. პაატა ჯიბლაძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი)
#10. მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია)
#14. შორენა მამალაშვილი (ქართული არჩევანი)
#19. ილია ლობჟანიძე (სოლიდარობის ალიანსი)
#20. გიორგი მაისურაძე (საქართველო)
#21. ლაშა მაჭარაშვილი (თავისუფალი საქართველო)
#28. ბესიკ ჩუბინიძე (ქართული ფესვები)
#30. ეკატერინე ოქროცვარიძე (შეცვალე საქართველო)
#31. მალხაზი გორგასლიძე (ზვიად გამსახურდიას გზა)
#36. ვახტანგ მეგრელიშვილი (გირჩი)
#41. ნინო ლაცაბიძე (ქართულო ოცნება)
#44. ზაზა მარგველანი (ქართული იდეა)
#50. ალექსანდრე კობაიძე (პროგრესული საქართველო)
#55. დავით სუარიშვილი (ქართული მარში)
#56. გრიგოლ გეგელია (ლელო)
#61. გელა ნაკაშიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)