იანდექსი-ტაქსის მომსახურება თუ წვდომა პირად მონაცემებზე

2017-06-02 19:11:16

„საქართველოს ტაქსის ბაზარზე, იანდექის კომპანია არ უნდა იყოს“-აცხადებს ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია. მისი თქმით, "იანდექსის" შემოსვლა ქვეყანაში აგენტურ მიზნებს ემსახურება. "იანდექსის" მიერ შეთავაზებული სერვისით სარგებლობა, აპის ჩამოტვირთვას საჭიროებს, რაც ალანიას განცხადებით, ელექტრონულ მოწყობილობებში შეღწევას და მოქალაქეებზე ინფორმაცების მოპოვებას ემსახურება. გარდა ამისა, "იანდექსის" ტაქსები არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიან. "იანდექსის" ტაქსების მომსახურება ქართული კომპანიების ტაქსებთან შედარებით იაფია, თუმცა ალანი ფაქტს იმით ხსნის, რომ კომპანია არა ბიზნესის განვითარებაზე, არამედ საქართველოში რუსეთის სახელმწიფო მიზნების გატარებაზე არის ორიენტირებული.

კომპანიის მომსახურებაზე ზემოთ აღნიშნული მიზეზით, უარი უკვე განაცხადეს უკრაინასა და სომხეთში. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ქვეყანაში ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, ალანიას განცხადებით აქციები დაიწყება, სახელლწოდებით: „საქართველო იანდექსის გარეშე“