რუსთავის მაჟორირატორობის კანდიდატი ერთსქესიანთა ქორწინებაზე

2020-10-06 12:25:35

"მომხრე არა ვარ კაცის და კაცის ქორწინების, მომხრე არა ვარ ქალის და ქალის სიყვარულის. მომხრე არა ვარ მსგავსი სიბინძურეების და ავადმყოფობის ტირჟირების", - ამის შესახებ "ინფო რუსთავის" გადაცემაში პარტია "ქართული ფესვების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ბესიკ ჩუბინიძემ განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა ის განსხვავებული ორიანტაციის მქონე ადამიანების წარმომადგენელი პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველები სწორედ მას აირჩევენ, პასუხობს, რომ იქნება, თუმცა, მისი თქმით, არასდროს დაუჭერს მხარს კანონს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ.

"ვერ გავიგე ეგენი ვინმემ არ აღიარა ადამიანად? არ აქვს განსხვავება, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მე მათი მკვლელობის და ცემის წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. მე არ ვებრძვი ადამიანებს, მე ვებრძვი მოვლენებს და კონკრეტულ ადამიანს უნდა აუხსნა ის, თუ რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება. თუ თქვენ მიგაჩნიათ ჰომოფობიად, რომ წინააღმდეგი ვარ კაცთა ქორწინების დაკანინებისა ამ ქვეყანაში, მე საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმური წევრი, ამ კანონის მოწინააღმდეგე ვიქნები და სისხლით და ხორცით შევებრძოლები მას", - განაცხადა ბესიკ ჩუბინიძემ.

გარდა ამისა, მისი თქმით, გაუნათლებელია ის, ვისაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სურს.

"გაუნათლებლები ხართ ადამიანებო, თუ თქვენ გინდათ, რომ კაცის და კაცის ქორწინება დაკანონდეს საქართველოში. რაც არ უნდა ბევრი წიგნი გქონდეთ წაკითხული, რაც არ უნდა ბევრი უმაღლესი გქონდეთ დამთავრებული, თუ თქვენ ემხრობით კაცის და კაცის ქორწინებას და ამ ურთიერთობას სიყვარულს ეძახით, ხართ გაუნათლებლები და ქვეყნის აწმყოს, მომავლის მტერი", - აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩუბინიძის თქმით, პარლამენტში განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანების წარმომადგენელიც იქნება, მაჟორიტარობის კანდიდატი მათი შეკრების წინააღმდეგია.

"მათ შეექმნებათ პრობლემა და მათ უფლებებს ვიცავ, ფიზიკურად გაუსწორდებიან, მორალურ შეურაცხყოფას მიაყენებენ, კვერცეხებს დაუშენენ. მათზე ვნერვიულობ, შემთხვევით ვიღაცას კვერცხი არ მოხვდეს ცარიელ თავში. როგორ არ შეიძლება ავადმყოფი ადამიანი გეცოდებოდეს", - აცხადებს ბესიკ ჩუბინიძე.

რაც შეეხება ჩუბინიძის სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, საზოგადოებას მობეზრდა დაპირებების მოსმენა და სწორედ ამიტომ, განსხვავებული მიდგომები აქვს.

"მე არავის არ ვპირდები თევზს, მე ვპირდები ანკესს, რომლითაც ისინი ითევზავებენ", - აცხადებს მაჟორიტარობის კანიდატი.

კითხვაზე, ჰქონია თუ არა მას გარკვეული შეთავაზებები მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან და აიღებდა თუ არა ფულს მისგან, ჩუბინიძე პასუხობს, რომ აიღებდა, ოღონდ სოლიდურ თანხას, რომელსაც ქალაქის განვითარებას მოახმარდა.

"ძალიან ძვირს გამოვართმევ და ქალაქს მოვახმარ იმ ფულს, 1 მილიარდი დოლარი გადაიხადეთ და თანახმა ვარ. გამომეკიდეთ იმ მილიარდ დოლარზე მერე სად დავხარჯავ იმ ფულს", - აცხადებს ბესიკ ჩუბინიძე.  

RUSTAVI