რომელ საათზე აღდგება წყალმომარაგება

2017-06-02 18:41:24
დღეს, 2 ივნისს, კომპანია „რუსთავის წყალი“, ხრამის სათავე ნაგებობაზე, მაღალი ძაბვის ელექტორგადამცემ ხაზზე, გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც დღეს, 2 ივნისს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას.
კომპანია „რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოები, რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.
წყალმომარეგის აღდგენის დრომ გადაიწია 19:00 საათამდე.