დაუდასტურდა თუ არა რუსთაველ მოსწავლეს კოვიდ19

2020-10-05 11:36:23

რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

თუმცა, ბავშვი ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში ისევ რჩება.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ განუცხადა.

"ბავშვს უარყოფითი პასუხი მოუვიდა ტესტზე, გუშინ გვიან ღამით გვაცნობეს. ჯერ მაინც იქნება თვითიზოლაციაში ოჯახთან. სწავლა ჩვეულებრივად გრძელდება.  I კლასელების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრება გაკვეთილებს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მე-4 სკოლის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ მე-4 სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბავშვი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იზოლაციაშია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები