კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-10-05 11:26:27

რუსთავში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დაუდასტურეს.

მათი განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევები მანამდე დადასტურებულების კონტაქტებია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

პაციენტები უკვე გადაიყვანეს თბილისში კოვიდსამკურნალო ცენტრებში.