წინასაარჩევნო გამოკითხვა რუსთავში [video]

2020-10-04 23:42:16

წინასაარჩევნო გამოკითხვა რუსთავში [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" წინასაარჩევნოდ გთავაზობთ რუსთავის ქუჩის გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობა 600-მდე ადამიანმა მიიღო.
გამოკითხვა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და გარე უბნებში ჩატარდა.

კერძოდ: მეგობრობის გამზირზე, მე-12 მიკრორაიონიში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას გამზირზე, მე-19 მიკრორაიონსა და ჭყონდიდელის დასახლებაში.

რუსთაველებს ვკითხეთ: იციან თუ არა, ვინ არიან რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები და აპირებენ თუ არა არჩევნებზე წასვლას. გამოკითხულთა შორის ნაწილმა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ნაწილმა კი თავისი მოსაზრება ღიად დააფიქსირა. ვიდეოში სწორედ იმ ადამიანთა ნახვა შეგიძლიათ, რომლებმაც "ინფო რუსთავის" კითხვებს უპასუხეს.