რუსთავში კორონავირუსი 30 წლამდე ქალს დაუდასტურდა.
"ინფო რუსთავს" რუსთავის ცხელების ცენტრში განუცხადეს რომ პაციენტის კონტაქტები დადგენილია, მას ვირუსი თბილისში მცხოვრები ნათესავისგან გადაედო.
გუშინ საღამოს კოვიდ19 დაუდასტურდა რუსთავის შსს-ს თანამშრომელს, პაციენტს სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ვირუსის დადგენა გეგმიური შემოწმების დროს მოხერხდა.
შეგახსენებთ რომ 29 აგვოსტოდან დღემდე, რუსთავში, კორონავირუსული ინფექციის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, 35 პირი კი უკვე გამოჯანმრთელდა.