რუსთავის საბავაშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების #1 ფილიალში ღონისძიება გაიმართა. ბაღის აღსაზრდელებმა, დამოუკიდებლობის დღე და ბავშვთა დაცვის საერთაშორიო დღე აღნიშნეს. ბავშვებმა პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი, კოსტუმირებული სანახაობა წარადგინეს. ღონისძიებას აღმზრდელებთან და მშოლებთან ერთად, ბაგა-ბაღების გაერთიანების, რესურს-ცენტრისა და ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.