ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაღუპული ახალგაზრდა მამაკცია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) დაიწყო.
ფოტო არ ასახავს რეალობას