რუსთავში, ტაქსის მძღოლი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დააჯარიმეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მძღოლი დაჯარიმდა იმის გამო, რომ პირბადე მგზავრს არ ეკეთა.
საჯარიმო სანქცა 20 ლარით განისაზღვრა.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის, ბოლო პერიოდში, რუსთავში როგორც მიკროავტობუსების, ისე ტაქსის მძღოლებიც აქტიურად ჯარიმდებიან.