ავტოსაგზაო შემთხვევა შარტავას გამზირზე გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით 32 წლის ქალი ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე გადადიოდა რა დროსაც მას "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველის თქმით ავტომობილი დიდი სისწრაფით მოდიოდა, წითელზე არ გაჩერდა და გადასასვლელზე მიმავალ ქალს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.