1 ივნისის ღონისძიებები (ფოტოები)

2017-06-01 21:05:22

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქში გასართობი ღონისძიებები გაიმართა. დღის აღნიშვნა, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან, დილის 11:00 საათზე დაიწყო. ტერიტორიაზე ბავშვების ნახატები გამოიფინა და რუსთაველი ანსამბლების მიერ სხვადსხვა მუსიკალური ნომრები შესრულდა. ბავშვების ნახატების გამოფენა გაიმართა რუსთავის მუზეუმშიც, პატარებს დღევანდელი დღე ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს და სიგელები გადასცეს. მოიხატა პარკში არსებული ამფითეატრიც, სადაც მოგვიანებით კონცერტი გაიმართა. პატარები პარკში დასაჩუქრდნენ ტკბილეულობითაც. დასკვნითი ღონისძიება, გიგი ადამაშვილის კონცერტი იყო, რომელც ცენტრალურ პარკის ამფითეატრში გაიმართა.