რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრამვებით 2 ბავშვი მოათავსეს. ერთი შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა, 7 წლის ბავშვი ავტოფარეხიდან გადმოვარდა, მეზობლების თქმით, ბიჭი შენობაზე თუთის მოსაკრეფად იყო ასული. პაციენტის მდგომარეობა სტაბილური.
მე-7 მკრ-დან შეყვანილი პაციენტი ხიდან გადმოვარდა, ბავშვი ამ შემთხვევაშიც ხეზე თუთის მოსაკრეფად იყო ასული. ექიმების თქმით პაციენტს ხელის მოტეხილობა აქვს. ნახეთ ვიდეო.