სუიციდი თუ უბედური შემთხვევა

2017-06-01 16:13:55

საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. სუმგაითელ-მეტალურგთა ქუჩის, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო-სამაშეველო ეკიპაჟი, რომელიც ცეცხლის ლიკვიდაციას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ცდილობდა. მეზობლები საუბრობენ, სუიციდზეც. მათი ინფორმაციით, 66 წლის ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობა, იგი ხშირად ავადმყოფობდა და შესაძლოა, თვითმკვლელობის მიზნით, სახლში ხანძარი თავად გააჩინა.