რუსთავში, შიდა საქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტზე დასაქმებულ მძღოლებს უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. ხელშეკრულება ტრანსპორტის პროფკავშირებისა და დიაგნოსტიკურ ცენტრ „მ მედიში“ დღეს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, რუსთავში დასაქმებულ მძღოლებს,უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება 6 თვეში ერთხელ შეეძლებათ. მძღოლებს შეეძლებათ ჩაიტარონ კარდიოლოგიური კვლევა, დიაბეტისა და წნევი კონტროლი, მხედველობის შემოწმება. თავდაპირველდ პროგრამაში 400 მძღოლია ჩართული. უახლოეს მომავალში კი პროგრამაში მონაწილეობას, რუსთავში დასაქმებული ყველა მძღოლი მიიღებს.