კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა

2020-09-29 19:02:07

კორონავირუსული ინფექციით საქართველოში კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა.\

ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ კორონავირუსისთვის შექმნილ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა

გავრცელებული ინფორმაციით 35 პაციენტი მკურნალობის კურსს “კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში გადიოდა. 82 წლის ქალბატონი კლინიკაში 15 სექტემბერს შეიყვანეს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე

უცნობია, თუ სად მკურნალობდა და რამდენი წლის იყო 36-ე გარდაცვლილი პაციენტი.

ბოლო 24 საათში უკვე 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამჟამად ქვეყანაში კოვიდ19-ს 36 ადამიანია ემსხვერპლა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები